LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პელე რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატს დაესწრება

66

ლეგენდარული ფეხბურთელი პელე აპირებს მსოფლიო ჩემპიონატს დაესწროს, რომელიც რუსეთში 2018 წელს გაიმართება, რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა განაცხადა.

 

„ძალიან მიყვარს რუსული ფებურთი ლევ იაშინის დროიდან, ამიტომ მინდა პირადად დავესწრო ამ მსოფლიო ჩემპიონატს. იმედი მაქვს, რომ ბრაზილიის ნაკრები იქ კარგ თამაშს აჩვენებს,“ – აღნიშნა პელემ.

 

მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთის 11 ქალაქში – მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ყაზანში, სოჭში, კალინინგრადში, ეკატერინბურგში, ნიჟნი-ნოვგოროდში, სამარაში, დონის როსტოვში, ვოლგოგრადსა და სარანსკში 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები