ბრაზილიელი ფეხბურთელი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პელე პარიზის საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს.
სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“ წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია და ის სამშობლოში დაბრუნებას აპირებს.
როგორც ცნობილია, პელე პარიზში სარეკლამო აქციებში მონაწილეობისთვის იმყოფებოდა, თუმცა მან ინფექცია გადაიტანა, რის გამოც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
„ისევ მზად ვარ მუშაობისთვის. სერიოზული ინფექცია გადავიტანე, რომელიც სამედიცინო და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა. მადლობა პოზიტიური განწყობისთვის და კეთილი სურვილებისთვის“- განაცხადა პელემ.
ლეგენდარული ფეხბურთელი საავადმყოფოში ნეიმარმა მოინახულა.