LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენელოპა კრუსი „შანელის“ საკრუიზო სამოსში – მსახიობი დუბაიში გამოჩნდა

229
penelopcruz

გუშინ დუბაიში „შანელის“ საკრუიზო კოლექციის ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას ბრენდის ამბასადორი, მსახიობი პენელოპა კრუსი ესწრებოდა. მედიისთვის მოწყობილ სივრცეში ოსკაროსანი პენე „შანელის“ ულამაზეს ანსამბლში გამოჩნდა. მან უახლესი კოლექციიდან ახალი საკრუიზო სამოსი მოირგო, რომელიც თეთრ ფერში იყო გადაწყვეტილი. თეთრი პიჯაკი და მინი-ქვედაბოლო ულამაზესი მაქმანებით იყო გაფორმებული.

პენელოპა კრუსი შანელის შავ-თეთრი ბაბთებით გაწყობილ კაბაში ვენეციის კინოფესტივალზე

ახალი კოლექცია მოდის სახლისთვის ვირჯინია ვიარმა შექმნა. კოლექცია ლეგენდარული კოკო შანელისა და რეჟისორ  ჟან კოკტოს მეგობრობას მიეძღვნა. სამოსი ძირითადად შავ-თეთრ ფერებში იყო გადაწყვეტილი, სწორედ იმ ფერებში, რომელიც კოკოს განსაკუთრებით უყვარდა.

47 წლის პენელოპა კრუსი იტალიის სანაპიროზე „ვერსაჩეს“ საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები