LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენელოპა კრუსი შანელის შავ-თეთრი ბაბთებით გაწყობილ კაბაში ვენეციის კინოფესტივალზე

351
penelopacruz93

,,ვენეციის კინოფესტივალი” ოფიციალურად გაიხსნა და როგორც წესი, სწორედ გახსნის დღეს წითელ ხალიჩაზე უამრავი ვარსკვლავი გამოჩნდა. მათ შორის ერთ-ერთი პირველი პენელოპა კრუსი გახლდათ, რომელიც ფესტივალზე, პედრო ალმადოვართან ერთად, ახალ ფილმს წარადგენს.

პენელოპა წითელ ხალიჩაზე გამორჩეულად ბრწყინავდა. მან არჩევანი „შანელის“ საღამოს კაბაზე გააკეთა, რომელიც 2021 წლის საკრუიზო კოლექციიდანაა შერჩეული. შავ-თეთრი ატლასის კაბა ბაბთებით, ორიგინალური დეტალებითა და ასიმეტრიული ჭრილით, ნამდვილად განსაკუთრებული იყო. ამ კაბას ორიგინალურ ვერსიაში ულამაზესი შლაპაც ახლავს, თუმცა მის ნაცვლად პენელოპამ აქცენტი კლასიკურ ვარცხნილობაზე შეაჩერა და აწეული თმით წარსდგა ფოტოგრაფებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები