LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენიტენციურ დაწესებულებებში 10 სპეცუბანია გახსნილი

69

დილიდან პენიტენციურ დაწესებულებებში 10 სპეცუბანია გახსნილი. იმ დაწესებულებებში, სადაც საარჩევნო უბანი არ არის, ხმის მიცემის პროცედურა გადასატანი ყუთის მეშვეობით მიმდინარეობს.

პენიტენციურ დაწესებულებებში ხმას აძლევენ ბრალდებულები და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები, ასევე, ის თანამშრომლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24-საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან.

ხმის მიცემის პროცესს აკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები