“სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღებას იწყებს,”- ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება დღეს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.
პენიტენციური სამსახური გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს“,-აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.