LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო

144
Untitled design

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებზე დაუყონებლივ დაიწყო შემოწმება, მონაცემების გასაჯაროების კანონიერების შესწავლის მიზნით.

მათივე ცნობით, საქმე ეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერებს, რომელშიც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნაა ასახული.

პენიტენციური სამსახური სააკაშვილის მორიგ ვიდეოკადრებს აქვეყნებს: „ცრუ კამპანიის მიზანია საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა და ქვეყნის იმიჯის შელახვა“

გიორგი სააკაშვილი – კმარა, ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფა და „ღლიცინი“ ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე

„2023 წლის 15 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროვდა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

აღნიშნული ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებისთანავე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 40¹³ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით, დაუყოვნებლივ დაიწყო შემოწმება, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების კანონიერების შესწავლის მიზნით.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სამსახურში მიმდინარეობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერების 2022 წლის 14 დეკემბერს გასაჯაროების კანონიერების შემოწმება, რომელთან დაკავშირებით აქტიურად ტარდება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მოქმედებები.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით აცნობებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

2023 წლის 15 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების -…

Posted by პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური • Personal Data Protection Service on Wednesday, 15 February 2023

 

 

პოპულალურები