LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენსიონერები, რომლებიც პირველ იანვრამდე აიცრებიან, ერთჯერად 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ

215
1

ის პენსიონერები, რომლებიც პირველ იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებენ, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებულ ამ გადაწყვეტილებაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, საპენსიო დანამატი აცრის პირველი დოზის მიღების შემდეგ გაიცემა:

“დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქიანაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცება პირველი აცრის გაკეთების შემდეგ”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g