LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენტაგონი – აშშ-ის თავდაცვის მდივანი ირაკლი ღარიბაშვილს და ჯუანშენ ბურჭულაძეს შეხვდება, რათა დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი

68
Forbes-1-9-770x540

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშენ ბურჭულაძეს შეხვდება.

ამის შესახებ ნათქვამია, შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

პენტაგონის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს მის ევროპელ კოლეგებსა და პარტნიორებს შავი ზღვის კრიტიკულ რეგიონში რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული მოქმედებების საპასუხოდ.

„საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშენ ბურჭულაძეს შეხვდება, რათა დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ხაზი გაუსვას აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარებაში. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ლიდერები აგრეთვე განიხილავენ უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივ თანამშრომლობას და წაახალისებენ რეგიონულ თანამშრომლობას შავ ზღვაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g