ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად “ისლამური სახელმწიფოს” ავღანური განშტოების ორი ლიდერის ლიკვიდირება მოხდა. საჰაერო იერიშის შედეგად, რომელიც ავღანეთში განხორციელდა,დაშავდა დაჯგუფების კიდევ ერთი ლიდერი.
ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავიაიერიშს სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„ის ფაქტი, რომ ეს ორი პირი აღარ დადის დედამიწაზე, კარგია“,-აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ.
პენტაგონს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიკვიდირებული ლიდერების ვინაობა არ გაუსაჯაროვებია, თუმცა აღინიშნა, რომ ისინი იყვნენ დაჯგუფების ორგანიზატორები და ფასილიტატორები.