რამდენიმე საათის წინ, ლოს-ანჯელესში People’s Choice Awards-ის ცერემონია დასრულდა. Microsoft Theater-ის საკონცერტო დარბაზს მსოფლიო ვარსკვლავები სტუმრობდნენ, რომელთა შორის იყვნენ: ჯონი დეპი, სანდრა ბალოკი, ვინ დიზელი, კეიტ ჰადსონი, კრის ჰემსვორტი, დაკოტა ჯონსონი, კეილი კუოკო, მელისა მაკარტი და სხვები.
People’s Choice უკვე 30 წელზე მეტია ყოველწლიურად ტარდება და მასში შოუ-ბიზნესის ყველაზე პოპულარულ წარმომადგენლებს ხმის მიცემით აჯილდოვებენ.
ცერემონიის ერთ-ერთი რეკორდმენი მსახიობი ვინ დიზელი გახდა. მისი ფილმი „ფორსაჟი 7“ საპატიო ჯილდოს – „წლის ფილმის“ მფლობელი გახდა, ასევე ის დასახელდა საუკეთესო ფილმად ექშენის ჟანრში. გამარჯვება ვინმა თავის გარდაცვლილ მეგობარსა და კოლეგას – პოლ უოკერს მიუძღვნა.
ტეილორ კინიმ მიიღო ჯილდო კატეგორიაში „სერიალის საუკეთესო დრამატული მსახიობი“, საღამოზე კი ის არა საცოლესთან – ლედი გაგასთან, არამედ დედასთან ერთად გამოცხადდა.
დანარჩენი კატეგორიები შემდეგნაირად გადანაწილდა:
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ჩენინგ ტატუმი
საუკეთესო მსოხიობი ქალი – სანდრა ბალოკი
საუკეთესო დრამა – „მარსიანელი“
საუკეთესო კომედია – „იდეალური ხმა 2“
საუკეთესო სატელევიზიო პროექტი – „ახალი ხმა“
საუკეთესო ტელეწამყვანი – ელენ დეჯენერისი
საუკეთესო მომღერალი მამაკაცი- ედ შირანი
საუკეთესო მომღერალი ქალი – ტეილორ სვიფტი
საუკეთესო ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი – ნიკი მინაჟი
საუკეთესო სიმღერა – „What Do You Mean?“, ჯასტინ ბიბერი
საუკეტესო ალბომი – „Title“, მეგან ტრეინორი