LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pepsi-მ Tesla-ს 100 ელექტრო სატვირთო შეუკვეთა

56

ამერიკულმა სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ PepsiCo ყველაზე მსხვილი შეკვეთა განახორციელა – პეპსის 100 ერთეული Tesla Semi სურს.

PepsiCo-ს სატრანსპორტო ოპერაციებზე პასუხისმგებელი დირექტორი, მაიკ ო’კონელი ამბობს, რომ კომპანია გეგმაავს მნიშვნელოვნად შეამციროს პროდუქციის მიწოდების ყვლა სტადიაზე მავნე გამონაბოლქვის მოცულობა. წინასწარი შეკვეთის ღირებულება უცნობია. გარდა ამისა, ტოპ მენეჯერი არ აკონკრეტებს, სატვირთოების შეძენა სურს, თუ არენდით აღება.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ტესლამ ელექტროსატვირთო ავტომობილის პრეზენტაცია გამართა, რომელსც ავტონომიური მართვის ტექნოლოგიები აქვს.

ბაზარზე სერიულად სატვირთო 2019 წელს გამოჩნდება. ასევე, კომპანიის სპეციალისტები საუკეთესო მარშრუტებს სწავლობენ, რომლებსაც სატვირთოები გამოიყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები