ლეგენდარული მომღერლის, მაიკლ ჯექსონის შვილი პერიზი, რომელიც სრულწლოვანი ახლახან გახდა, მეგობარ ბიჭზე ყურებამდეა შეყვარებული.
მაიკლ სნოდიმ, რომელსაც სხეულზე უამრავი ტატუ აქვს, სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ფოტო, რომელმაც რასისტის რეპუტაცია შეუქმნა.
„ტვიტერზე“ მაიკლს არაერთხელ მოუხსენიებია ძალიან უხეშად აფროამერიკელები, იმის მიუხედავად, რომ მისი მეგობარი გოგონას, პერიზ ჯექსონის მამა შავკანიანი იყო.
პერიზი არ მალავს, რომ ესწრება ანონიმ ალკოჰოლიკთა კლუბის შეკრებებს, რათა ალკოჰოლზე დამოკიდებულება დაძლიოს. 2013 წელს გოგონამ თვითმკვლელობა სცადა და კლინიკაში მოათავსეს,
როგორც გაირკვა, მისი 26 წლის შეყვარებულიც ესწრება მსგავსი ჯგუფების შეკრებებს.
პერიზი და მაიკლი ერთმანეთს რამდენიმე კვირაა ხვდებიან, თუმცა სოციალურ ქსელებში საკუთარი გვერდები ერთმანეთის ფოტოებით აქვთ სავსე.