LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერსონალური სანქციები „ოცნების“ ლიდერებს თუ ფინანსური დახმარების შეწყვეტა ქვეყანას – გზავნილები ევროპიდან

100
საქნცია

ფინანსური სანქციების მოლოდინი, ბუნებრივია, ჩნდება ყოველ ჯერზე, როცა საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ. ეს პროცესი ლამის 2 წელია გრძელდება და ჯერჯერობით მხოლოდ მკაცრი გზავნილებით, წერილებით და ტვიტებით შემოიფარგლება. ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავებით – ცოტა ხნის წინ, პირველად ღიად გაისმა სიტყვა „სანქცია“ ვაშინგტონიდან და ევროკავშირიდან. უფრო მეტიც, შარლ მიშელმა, ფაქტობრივად, პირდაპირ ფინანსური დახმარების შეწყვეტაზე მიუთითა.

მმართველი გუნდი, ცხადია, გამორიცხავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ასეთ გადაწყვეტილებას, ოპოზიცია კი – პირიქით. ხელისუფლებაში იმასაც ამბობენ, რომ ოპონენტებს უხარიათ და ერთი სული აქვთ, ევროკავშირმა სანქციები აამოქმედოს. ახლა მთავარი კითხვაა, თუ აქამდე მივა საქმე, ვინ და როგორ უნდა დაარწმუნოს პარტნიორები, რომ აქცენტი პერსონალურ სანქციებზე გაკეთდეს და რამდენად ახლოსაა ფინანსური სასჯელი, ამის გასარკვევად ჩვენ საერთაშორისო ექსპერტებს ვესაუბრეთ. მანამდე ვნახოთ, რა გზავნილები მიიღო საქართველომ ვაშინგტონიდან და ევროპის ქვეყნებიდან.

 

 

 

რა გვითხრა ამერიკამ და ევროპამ

 

საქართველოში 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობას და იმავდროულად, მოსამართლეების დანიშვნას მკაფიო და მკაცრი განცხადებები მოჰყვა  ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან.  ჩვენი პარტნიორები ტვ „პირველის“ ოპერატორის – ლექსო ლაშქარავას ძალადობრივი მოვლენების მსხვერპლად მოიხსენიებენ და არა მხოლოდ შემსრულებლების, არამედ წამქეზებლების დასჯასაც ითხოვენ.                  

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა თქვა, რომ აქვთ ინსტრუმენტები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებსა და ძალადობაზე მსოფლიო მასშტაბით. „რა თქმა უნდა, სანქციები ერთ-ერთი ინსტრუმენტია“, – ამბობს პრაისი.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, სანამ არ ავამოქმედებთ მათ“, – განაცხადა პრესსპიკერმა და იქვე აღნიშნა, რომ დიდი ყურადღებით აკვირდებიან ვითარებას და იმედოვნებენ, რომ ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცემა.

ეს მოვლენები ინვესტორებს აშინებთ: Phubber-ის თანადამფუძნებელი 5 ივლისის მოვლენებზე

"ეს ძალიან მძიმე ამბავი იყო, ძალიან მძიმე შედეგებით. ახლა აქ განვითარებულ მოვლენებს უყურებენ და ფიქრობენ, რომ ეს ქვეყანა საფრთხისშემცველია" - გიორგი ჩუგოშვილი.

ბრიუსელს კი 5-6 ივლისის მოვლენებთან ერთად, განსაკუთრებით აშფოთებს 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა „ქართული ოცნების“ მხრიდან. მიზეზი მოსამართლეების დანიშვნაა, არადა, ეს პროცესი წესით უნდა შეჩერებულიყო. სწორედ ამიტომ, როგორც ირკვევა, საქართველო შესაძლოა, ევროკავშირის მიკროსაფინანსო დახმარების მორიგი ტრანშის – 75 მილიონი ევროს გარეშე დარჩეს.

საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები სხვაგვარად ესმით „ქართულ ოცნებაში“. მმართველი პარტია პრობლემას საერთოდ ვერ ხედავს ვერც ვაშინგტონის, და ვერც ბრიუსელის დამოკიდებულებაში.

არადა, ამაზე პირდაპირ მიანიშნა, ქვეყანაში ცოტა ხნის წინ ჩამოსულმა ევროკავშირის პრეზიდენტმა. შარლ მიშელმა თქვა, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ევროკავშირის დაფინანსების წინაპირობაა.  

სასამართლოს რეფორმა 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილია და წარმოადგენს პირობას ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მაკრო ფინანსური დახმარების გამოყოფისთვის. ბოლო პერიოდში უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დაჩქარებული წესით დამტკიცება სრულად არ შეესაბამებოდა საერთაშორისო და შიდა ძალებთან კონსულტაციების შედეგებს. ეს აშკარად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იყო“, – თქვა შარლ მიშელმა.

 

                                                                                 

 

ერთი ნაბიჯი სანქციებამდე

 

ერთია, რას ამბობს, მთავრობა, მაგრამ მეორეა – რა იკვეთება პარტნიორების მწვავე გზავნილებში. ჩვენ საერთაშორისო ექსპერტს – გიორგი რუხაძეს ვესაუბრეთ, რომელიც ამბობს, რომ სანქციები არც ისე შორსაა.

„პარტნიორების მხრიდან ისეთი კრიტიკული განცხადებებისა და მოწოდებების შემდეგ, როგორიც ბოლო დღეებში ისმის,  მხოლოდ სასჯელი რჩება. თუ ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნებას ვერ შეძლებს, სანქციები სერიოზულად გვემუქრება. ეს შეშფოთება აღარ არის, ეს არის უკვე სიგნალი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წითელი ხაზი გადაკვეთა და ამის იქით იქნება მხოლოდ სასჯელი. აქვს საქართველოს ხელისუფლებას კიდევ დარჩენილი ძალიან ცოტა დრო და შანსი, რომ დაარწმუნოს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ ისინი მთლიანად ლიანდაგიდან არ გადავიდნენ და არ გადაიყოლეს ქვეყანა, სხვა შემთვევაში ჩვენ სერიოზულად გვემუქრება სანქციები” – ამბობს რუხაძე.

ის არ გამორიცხავს, რომ ამ ყველაფერმა ისე დააზიანოს ქართულ-ამერიკული და ქართულ-ევროპული ურთიერთობები, რომ აღდგენას დიდი დრო დასჭირდეს.

 

 

 

magti 5g