LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი: შარლ მიშელი „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს

71
შარლ მიშელი

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამიტისთვის „კარგად უნდა მოვემზადოთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ  სამიტი იყოს კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით და ყველა ჩვენი მოქალაქის საკეთილდღეოდ“.

„პირველი პრიორიტეტი – მოდით, ვცადოთ მეტი ფინანსური დახმარების მობილიზება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დაკავშირებულობა უნდა იყოს საერთო პრიორიტეტი, იმისთვის, რომ გავაძლიეროთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. მესამე – საჭიროა რეფორმების განხორციელების მნიშვნელობა არა ბრიუსელის საამებლად, არამედ მოქალაქეების სასარგებლოდ.

ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მაღალი დონის დიალოგის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები