LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პესკოვი: ავიაგადაზიდვების განახლება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც სიტუაცია არარუსოფობიურ კალაპოტს დაუბრუნდება

167
dimitri peskovi

დიმიტრი პესკოვი რუსეთიდან საქართველოში ავიაგადაზიდვების განახლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანის განცხადებით, რუსეთიდან საქართველოში ავიაგადაზიდვების განახლება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც საქართველოში სიტუაცია არარუსოფობიურ კალაპოტს დაუბრუნდება.

თითის დაქნევა: კრემლი საქართველოს ახსენებს, რომ ტურისტები სწორედ რუსეთიდან ჩამოდიან

პესკოვი თბილისში მომხდარ მოვლენებს ანტირუსულ პროვოკაციას უწოდებს

„გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ იქ არ არის დაფიქსირებული მკაფიო ვადა. საუბარია უბრალოდ საქართველოში სიტუაციის არარუსოფობიურ კალაპოტში დაბრუნებაზე. როგორც კი, ეს დაფიქსირდება, მაშინ შეიძლება გადაწყვეტილების გადახედვაზე დაფიქრება,“ – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, კრემლი წუხს, რომ ამჟამად საქართველოში „რუსოფობიური ისტერია სუფევს“ და ეს ისტერია შიგნიდან, რადიკალური ელემენტების მიერ არის გაღვივებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g