LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობები არ გვაქვს, არანაირი, მაგრამ, უბრალოდ, გაოცებული ვიყავი მათი სიმამაცითა და ხასიათით, რომელსაც ავლენდნენ იმისთვის, რომ საკუთარი მოსაზრება დაეცვათ“ – ვლადიმერ პუტინი

260
Capture

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია იმ „სიმამაცით“, რითაც საქართველოს ხელისუფლებამ დაიცვა საკუთარი პოზიცია „ახლახან მიღებულ კანონმდებლობასთან“ დაკავშირებით.

პუტინის თქმით, საქართველოს მოვლენებს გაკვირვებული ადევნებდა თვალს.

„როდესაც საქართველოში მოვლენები დაიწყო, მე, სიმართლე გითხრათ, გაკვირვებით ვუყურებდი ამ ყველაფერს და თვალს ვადევნებდი ამას. მათთან, საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობები არ გვაქვს, არანაირი, მაგრამ, უბრალოდ, გაოცებული ვიყავი მათი სიმამაცითა და ხასიათით, რომელსაც ავლენდნენ იმისთვის, რომ საკუთარი მოსაზრება დაეცვათ. ახლა ამ მოსაზრებას შეფასებას არც მივცემ”, – განაცხადა პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g