LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პესკოვი: „სამხედრო ოპერაცია“ გაგრძელდება მანამ, სანამ დასახულ მიზანს არ მივაღწევთ

89
პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი თავდაპირველად დასახულ მიზანს არ მიაღწევს.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსი სამხედროების ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ისინი „სპეცოპერაციის ფარგლებში ახორციელებენ, უმაღლეს მეთაურს [პუტინს] ეცნობება.“

„სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, სანამ თავდაპირველად დასახულ მიზანს არ მივაღწევთ. რა თქმა უნდა, სამხედროების ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ისინი სპეცოპერაციის ფარგლებში ახორციელებენ, უმაღლეს მეთაურს ეცნობება.

პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრთან და ყველა სამხედრო მეთაურთან არის სადღეღამისო კომუნიკაციაში. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს სხვაგვარად არ შეიძლება.“ – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

ამავე თემაზე:

ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს – არის მსხვერპლი

მედვედევი: უკრაინისადმი რუსეთის ამჟამინდელი „ულტიმატუმები“ არის „საბავშვო მოთელვა მომავალი მოთხოვნების წინ“

კადიროვი უკრაინას „ელიტური მებრძოლები“ ემუქრება და აცხადებს, რომ ისინი აქამდე პუტინის ბრძანებით „ისვენებდნენ“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები