LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადიროვი უკრაინას „ელიტური მებრძოლები“ ემუქრება და აცხადებს, რომ ისინი აქამდე პუტინის ბრძანებით „ისვენებდნენ“

145
რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის მტკიცებით, უკრაინაში „მოწინავე ხაზზე“ ჩეჩნეთის „ელიტური მებრძოლები“ დაბრუნდნენ.

აღნიშნულის შესახებ იგი საკუთარ Telegram არხზე წერს და აღნიშნავს, რომ „ძვირფასმა ძმამ, რუსეთის გმირმა, დუმის დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქვედანაყოფებს სათავეში უდგას, უკრაინის ტერიტორიაზე და დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანების შესრულება დაიწყო.“

კადიროვის განცხადებით, „უკრაინელი ფაშისტების მიერ ოკუპირებული“ მარიუპოლის, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, პოპასნაიას და სხვა ქალაქების გათავისუფლების შემდეგ, „ელიტური მებრძოლები“ უმაღლესი მთავარსარდლის (პუტინის) დავალებით „ისვენებდნენ,“ ახლა კი, „წინა ხაზზე ახალი ძალებით დაბრუნდნენ .“ კადიროვი „საუკეთესო შედეგების“ პირობას დებს და უკრაინელებს მიმართავს, „თეთრი ქსოვილი“ გაამზადონ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ვრცლად გაეცნობით:

ISW: იზიუმის დაბრუნებამ ბოლო მოუღო პერსპექტივას, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე რუსეთი სრულ კონტროლს მოიპოვებს

ზელენსკი რუსებს: გაზის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე, სინათლის გარეშე თუ თქვენს გარეშე? თქვენ გარეშე, საჭმლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე

ზელენსკი – ჩემი პრინციპი ასეთია: არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს

გენშტაბი: უკრაინელებმა, ერთ დღეში, ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g