LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველას, ვინც სიმართლეს და ტყუილს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, ვურჩევ, სუფთა ჰაერზე ისეირნოს” – კადიროვი მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

512
346949465834832

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ვიდეოთი ეხმაურება.

კადრში ჩანს, თუ როგორ სეირნობს წვიმაში კადიროვი, ის ყველას ურჩევს სპორტით დაკავდნენ.

“ყველას, ვინც ინტერნეტში სიმართლეს სიცრუისგან ვერ არჩევს, ვურჩევ, გაისეირნონ სუფთა ჰაერზე და დაალაგოს აზრები. წვიმა საოცრად აცოცხლებს”, – აცხადებს კადიროვი.

ცნობისთვის, “ტელეგრამ” არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კადიროვი, სავარაუდოდ, ღამით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები