LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა

152
კადიროვი და პრემიერი შვილი ))

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა.

ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებულ შეხვედრაზე გააჟღერა. რამზან კადიროვმა კი გადაწყვეტილება დაამტკიცა.

აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის პოსტს 2021 წლის ოქტომბრიდან იკავებდა. მანამდე, 2020 წელს, იგი ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. არის

„ჩემს ოჯახს რატომ ეხები?“ – კადიროვმა ქსენია სობჩაკს შვილის კრიტიკის გამო დაურეკა

ცნობილმა ბლოგერმა ვიდეოზარის დროს გადაღებული ფოტო საკუთარ Telegram არხზე, საუბრის მოკლე შინაარსთან ერთად გამოაქვეყნა:

როგორც მედია წერს, აიშატ კადიროვას აქვს ჯილდოები და ისეთი როგორიცაა მედლები, როგორიცაა „ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მუშაკი“ და „ადამიანის უფლებების დამცველი“.

„რა თქმა უნდა, აიშატ კადიროვამ დიდი წვლილი შეიტანა რეგიონული კულტურის სამინისტროს საქმიანობის გაუმჯობესებაში და დააგროვა მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება“, – დაწერა კადიროვმა telegram-ზე.

სექტემბრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აიშატ კადიროვა „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო აიშატ კადიროვა შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და იაპონიის სანქციების სიაშია შეყვანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები