LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი – ჩემი პრინციპი ასეთია: არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს

105
rrrr

“ჩემი პრინციპია : არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს” – ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც აგრესორი უკრაინის ტერიტორიიდან თავის ჯარებს გაიყვანს.

“ვიცი, რომ ზოგიერთი სახელმწიფო გვიბიძგებს მინსკის პროცესის მიმართულებით. მინდა ყველამ გაიგოს, რომ ერთი არის დიპლომატიური გადაწყვეტა და მეორე არის მინსკი-2, -3, -5, -10. ეს სხვადასხვა რამეა, რადგან მინსკი ცარიელი ქაღალდია, რომელიც რუსეთს მომავალ შემოჭრამდე დასვენების საშუალებას მისცემს. მე ვერ ვხედავ მათგან კონსტრუქციულობის სურვილს. რაც შეეხება მათ ულტიმატუმებს, არ მაინტერესებს ვინ წამოაყენა ეს ულტიმატუმები – პუტინმა თუ ვინმე სხვამ. ეს არის ჩემი პრინციპი: არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს,” – განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g