„თუ უკრაინელი სამხედროები იარაღს დაყრიან და კიევი შეასრულებს რუსეთის მოთხოვნას, ყველაფერი 24 საათში დასრულდება“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ომის დასასრულებლად უკრაინის ხელისუფლებამ იარაღის დაყრის ბრძანება უნდა გასცეს.
„უკრაინულ მხარეს შეუძლია, ყველაფერი 24 საათში დაასრულოს, საჭიროა ბრძანება, რომ ნაციონალისტურმა ქვედანაყოფებმა დაყარონ იარაღი. უნდა შესრულდეს რუსეთის პირობები და ყველაფერი შეიძლება, მომდევნო 24 საათში დასრულდეს“, – განაცხადა პესკოვმა.
პუტინის პრესმდივანმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხებოდა და რომლის თანახმადაც, მან დიდი შვიდეულის ლიდერებს ომის ზამთრამდე დასრულების თხოვნით მიმართა.
პესკოვმა ასევე გაიმეორა, რომ „საომარი ოპერაცია უკრაინაში გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მის დასრულების ვადა განსაზღვრული არ არის.“ მისივე თქმით, ის დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ დასახული ამოცანები შესრულდება.
NATO-ზე საუბრისას კი რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კონფრონტაციის მიზნით შეიქმნა. მისივე თქმით, NATO-ს გეგმის საპასუხოდ გააძლიეროს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვა, რუსეთის დასავლეთი საზღვრების გაძლიერების გეგმას შეიმუშავებს.
„ეს არის ბლოკი, რომელიც კონფრონტაციისთვის შეიქმნა, ის ასე ახდენს თავისი არსის დემონსტრირებას და ასრულებს წინასწარ ჩადებულ ამოცანებს.” – განაცხადა პესკოვმა.
მედვედევი: უკრაინის NATO-ში შესვლამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს