LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედევი: უკრაინის NATO-ში შესვლამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს

144
დმიტრი მედვედევი

„უკრაინის NATO-ში შესვლამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს, თუ ის შემდგომში ყირიმის ხელყოფას შეეცდება“, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ჩვენთვის ყირიმი რუსეთის ნაწილია. ყირიმის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა ჩვენი ქვეყნისთვის ომის გამოცხადებაა და თუ NATO-ს წევრი ქვეყანა ამას გააკეთებს, ეს არის კონფლიქტი მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. მესამე მსოფლიო ომი. ტოტალური კატასტროფა“,– განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, რუსეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში მას მოუწევს საზღვრების გაძლიერება და საპასუხო ნაბიჯებისთვის მზადყოფნა.

მედვედევი: ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა მსოფლიო რუკაზე იარსებებს?

მედვედევი უკრაინელებზე: მეზიზღებიან ეს ნაძირალები – სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ისინი გაქრნენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g