რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი საკუთარ „ტელეგრამ“ არხზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ვიდრე ცოცხალია, უკრაინელების „გაქრობისთვის“ ყველაფერს გააკეთებს.
„ხშირად მეკითხებიან, რატომ არის ჩემი განცხადებები „ტელეგრამ“ არხზე ასეთი ხისტი. ვპასუხობ – მე ისინი (უკრაინელები) მეზიზღებიან. ისინი ნაძირალები და დეგენერატები არიან. მათ ჩვენი, რუსეთის სიკვდილი უნდათ. და, სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ისინი გაქრნენ.“– წერს მედვედევი.