LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი მედვედევი – პირობები, რომლებსაც ზელენსკი აყენებს დაზავებისთვის, იდიოტიზმამდე კატეგორიულია და პრინციპში შეუსრულებელი

460
დმიტრი მედვედევი

პირობები, რომლებსაც ზელენსკი აყენებს დაზავებისთვის, იდიოტიზმამდე კატეგორიულია და პრინციპში შეუსრულებელი, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე წერს.

მისი თქმით, ზელენსკი მოითხოვს დონბასი და ყირიმი კვლავ უკრაინის იყოს, „თითქოს, მისთვის მათი მცხოვრებლების ნება უცნობი იყოს“.

„ულტიმატუმები ლამაზად მხოლოდ ქაღალდზე ჟღერს. დიახ, და ისინი, როგორც წესი, მოწოდებულია ხოლმე სიძლიერის პოზიციიდან და არა აშკარა სისუსტით. გამარჯვების მომენტში და არა დამარცხების დროს, ფხიზელ თავზე და არა ფსიქოტროპული საშუალებების ქვეშ“, – განაცხადა მედვედევმა.

მისი აზრით, გრძნობს რა ზელენსკი თავის გარდაუვალ დამარცხებას, უკრაინის პრეზიდენტმა იპოვა მისთვის ჩიხიდან მოსახერხებელი გამოსასვლელი: „არ არის ქვეყანა – არ არის პრობლემა“.

მისი ქცევები და განცხადებები ადასტურებს, რომ თავისი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად მზად არის ყველაფერი გაწიროს – ადამიანები, ქალაქები, ეკონომიკა“ , – განაცხადა მედვედევმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g