LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტარდების ომი უკვე დაიწყო – 4 წლის ბავშვი დამწვრობის ცენტრში მოხვდა

544
BeFunky-collage (17)

“ახალი წელი ჯერ კიდევ შორსაა, პეტარდების ომი უკვე დაიწყო!!!”,-ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, პლასტიკური ქირურგი გუგა ქაშიბაძე ავრცელებს. როგორც ცნობილია, 4 წლის ბავშვმა დაზიანება პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიიღო. მან ასაფეთქებელი საშუალება ქვაბში ჩააგდო და აფეთქების შედეგად იქედან ამოვარდა. საბედნიეროდ, ბავშვს თვალი გადაურჩა.ამ დროისათვის ბავშვი მკურნალობას დამწვრობის ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში გადის.

4 წლის ბავშვი წელს პირველი პაციენტია, ვინც პიროტექნიკის შედეგად დაზიანებები მიიღო. გუგა ქაშიბაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით არდადეგების პერიოდში იმატებს, როდესაც ბავშვებს მეტი თავისუფლება აქვს. თუმცა, მხოლოდ ბავშვები არ მიდიან დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებებით.

“ე.წ. მცირე ზომის “ბომბაჩკები” რომაა, თუ ის პატარა ბავშვმა დახურულ მუჭში მოითავსა, საკმაოდ სერიოზულ ტრავმას მიიღებს. ყველა ბავშვთა კლინიკა, ქირურგიული და ტრავმატოლოგიური განყოფილებები განსაკუთრებულ რეჟიმში არიან, იმიტომ, რომ საკმაოდ ხშირია მსგავსი შემთხვევები და ხშრად სავალალო დაზიანებებსაც იწვევს. „მივმართავ მშობლებს, სჯობს, 20 წუთი დახარჯონ ბავშვებთან სასაუბროდ და აუხსნან, რომ ყველაზე იაფფასიანი პიროტექნიკაც კი გარკვეულ მუხტს შეიცავს და მისი არასწორი მოხმარება სერიოზულ დაზიანებებს იწვევს“,- აღნიშნავს გუგა ქაშიბაძე.

 

გუგა ქაშიბაძე პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით გაფრთხილების შემცველ პოსტებს ხშირად ავრცელებს.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მშობლებს და მოსახლეობას მოუწოდებს, მოერიდონ პიროტექნიკის არასწორ გამოყენებას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g