LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pfizer-ის გენერალური დირექტორი – “ომიკრონის” საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის ​მზად იქნება

120
GPB5OMGRABPZNBAIXXSYCXMWI4

Pfizer-ის გენერალური დირექტორის ალბერტ ბურლას განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად მარტისთვის იქნება. ამის შესახებ მან „CNBC“-თან ინტერვიუში განცხადა.

„ეს ვაქცინა მარტში იქნება მზად. ჩვენ უკვე ვიწყებთ მისი გარკვეული რაოდენობის წარმოებას“, – განაცხადა ბურლამ.

როგორც მან აღნიშნა, ეს ვაქცინა ასევე მიმართული იქნება იმ სხვა ვარიანტების წინააღმდეგაც, რომლებიც ამჟამად ცირკულირებს.

ბურლას თქმითვე, ამ დრომდე გაუგებარია, არის თუ არა საჭირო „ომიკრონის“ ვაქცინა და როგორ იქნება ის გამოყენებული, მაგრამ „ფაიზერს“ მზად ექნება დოზები, ვინაიდან, ზოგიერთ ქვეყანას სურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დამზადდეს.

„ვიმედოვნებთ, რომ შევქმნით რაღაცას, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო დაცვას, განსაკუთრებით დაინფიცირების საწინააღმდეგოდ, რადგან ჰოსპიტალიზაციისგან და მძიმე დაავადებისგან დამცავი ახლაც არსებობს, არსებული ვაქცინებით“, – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები