LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიანისტი და კონსერვატორიის პრორექტორი მანანა დოიჯაშვილი გარდაიცვალა

426
მანანა დოიჯაშვილი

ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი, პროფესორი, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

2000-2012 წლებში ის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი იყო. 2001-2007 წლებში მისი თაოსნობით მოხდა კონსერვატორიის შენობის რეკონსტრუქცია-რეორგანიზება, შექმნა კონსერვატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; 2002 წელს საფუძველი ჩაუყარა „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმს“  და „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო კვლევის ცენტრს“.

2012 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოადგილე.

1999 წელს მანანა დოიჯაშვილი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2005 წელს მიენიჭა საფრანგეთის რესპუბლიკის „ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის რაინდის“ და „მშვიდობის ელჩის“ საპატიო წოდებები. 2004 წელს საშემსრულებლო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა რუსეთის საშემსრულებლო ხელოვნების ფონდის პრემიით.  2003 წელს კი მანანა დოიჯაშვილმა მიიღო ქართველი მუსიკოსებისათვის უმაღლესი ჯილდო – ზ.ფალიაშვილის სახელობის პრემია.

მანანა დოიჯაშვილი გახდა საქართველოში საკონკურსო მოძრაობის სულის ჩამდგმელი: მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა და პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსებს (1997).  სწორედ ამ კონკურსის პარტნიორი იყო რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, რომელმაც არაერთხელ სოლიდური პრიზით დააჯილდოვა კონკურსის გამარჯვებულები.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ უსამძიმრებს მანანა დოიჯაშვილის ოჯახს და დიდ მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო… 

სალომე ზურაბიშვილი: „ქვეყანამ დაკარგა დიდი პროფესიონალი, ერთგული, მებრძოლი და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონი.. ბედნიერი ვარ, რომ პირადად ვიცნობდი მას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g