LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: „ქვეყანამ დაკარგა დიდი პროფესიონალი, ერთგული, მებრძოლი და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონი.. ბედნიერი ვარ, რომ პირადად ვიცნობდი მას“

168
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

„საქართველოსა და ქართულ კულტურას გამოაკლდა ღირსეული ქალბატონი, მანანა დოიჯაშვილი. ქალბატონი მანანა ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურა თავის ქვეყანას“, – ამ შინაარსის სამძიმრის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

პიანისტი და კონსერვატორიის პრორექტორი მანანა დოიჯაშვილი გარდაიცვალა

„მან საქართველოსათვის ძალიან რთულ წლებში მოახერხა არა მარტო თავისი საყვარელი სასწავლებლის – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა,

არამედ დღეს უკვე საერთაშორისოდ აღიარებული პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის დაარსება

ქალბატონი მანანა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმა ძლიერმა ადამიანმა, ქალმა, წამოიწყოს უდიდესი ეროვნული საქმე და საფუძველი ჩაუყაროს მის მომავალ წარმატებას.

ბედნიერი ვარ, რომ პირადად ვიცნობდი მას

მეტად ვწუხვარ, რომ ქვეყანამ დაკარგა დიდი პროფესიონალი, ერთგული, მებრძოლი და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონი.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და მთელ ქვეყანას“, – ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები