LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიკაპისგან ბორბლებიანი ოფისი დაამზადეს

139
8e2e5fdd6854f521f80a326c4f1d9520dfb76064

ამერიკელებმა უზარმაზარი პიკაპისგან „მოსიარული“ კაბინეტი შექმნეს. უჩვეულო იდეა კალიფორნიულ ტუნინგ ატელიეს „Lexani motorcars”–ს გაუჩნდა. კომპანია ძირითადად ექსკლუზიური და მდიდრული პროექტების შექმნითაა დაკავებული და გამონაკლისი არც ეს შემთხვევა ყოფილა.

ოფისი Ford F-550–ის ბაზაზე ააგეს და გიგანტურ შავ სატვირთოს G-77 უწოდეს. პროექტის ღირებულება მილიონ დოლარს აჭარბებს, თუმცა ერთი შეხედვით ის აბსოლიტურად ჩვეულებრივი ავტომობილია. მაგრამ საკმარისია შიგნით შეიხედოთ და პროექტი ბანალური ნამდვილად აღარ მოგეჩვენებათ.

საქმე ისაა, რომ მეტალის ყველა დეტალი 24 კარატიანი ოქროთია დაფარული და სალონი კი მთლიანად მაღალტექნოლოგიური გაჯეტებითაა სავსე. გარდა ამისა, სალონში 6 ტყავის სავარძელი, მასაჟორი და ხის დეტალებით გაფორმებული კედლებია განთავსებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g