თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს თამთა ჯანჯღავასა და ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე მსჯელობს. საქმე ანსამბლ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტის, ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტს ეხება.
„პიკასოს მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა,“ – განაცხადა ბრალდებულმა თამთა ჯანჯღავამ ცოტა ხნის წინ სასამართლო პროცესზე.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.