LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პილოტმა მასწავლებელს ბორტზე ემოციური დახვედრა მოუწყო (ვიდეო)

311811-320834-phone

თურქმა პილოტმა თავის მასწავლებელს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა. კაპიტანმა შეიტყო, რომ მისი რეისით მგზავრობდა ადამიანი, რომელმაც მას ყველაფერი ასწავლა.

სადიქ ონური 20 წლის განმავლობაში ხომალდებს მართავდა, შემდეგ კი 10 წელი ახალგაზრდა მფრინავებს ზრდიდა. ამჟამად მამაკაცი პენსიაზე გავიდა ოჯახის წევრების მოსანახულებლად მიემგზავრებოდა.

პილოტმა მგზავრებს სიტყვით მიმართა, მშვიდობიანი ფრენა უსურვა და ბოლოს გამოაცხადა, რომ ბორტზე მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მგზავრობდა. სადიქმა მას და კიდევ ბევრ პილოტს ფრენა შეასწავლა და ეს ადამიანი მათთვის ინსტრუქტორზე ბევრად მეტი იყო.

პილოტის სიტყვის შემდეგ მასწავლებელთან ბორტის წევრები მივიდნენ, თაიგული მიართვეს და მადლობა პირადად გადაუხადეს. ბედნიერმა მასწავლებელმა კი ცრემლები ვერ შეიკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები