LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ იმდენი ხანია არ გიფრენიათ, რომ უკვე დაგავიწყდათ – გაეცანით, რისი ატანა არ შეიძლება ბორტზე ხელბარგით

152
5981e5ba232dfa2d008b48ac

ქუთაისის აეროპორტი მგზავრებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხობს და იმ ნივთების სიას აცნობს, რომელთა ატანაც ბორტზე, ხელბარგით შეიძლება.

„მგზავრებს ხშირად უჩნდებათ კითხვა, თუ რისი ატანა არაა შესაძლებელი ხელბარგში მგზავრობისას. ხელბარგში აკრძალული ნივთების სია შემდეგნაირია:

❌ საბრძოლო საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი;

❌ ბასრი პირის მქონე იარაღები და საგნები;

❌ ფეთქებადი და აალებადი ნივთიერებები;

❌ სამუშაო იარაღი, რომლის გამოყენებამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას ან საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას;

❌ ელექტროშოკური საშუალებები;

❌ სითხეების რაოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 1 ლიტრს (დაშვებულია მხოლოდ 100 მლ-მდე ტევადობის კონტეინერებით წაღება)“, – ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები