პიპა მიდლტონის ცხოვრება მედიისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ის ბრიტანელ მილიონერზე თხოვდება. ჯეიმს მეთიუზმა საცოლეს 250 ათასად შეფასებული ნიშნობის ბეჭედი და უძვირფასესი საათიც უსახსოვრა, რასაც მედიაში ახალი სკანდალი მოჰყვა. წერდნენ, რომ პიპას ქეითზე უფრო ძვირადღირებული სამკაული უკეთია. როგორც ჩანს, თავად პიპა მიდლტონს არ ადარდებს, რას წერს მასზე მედია. 32 წლის მიდლტონი ამჯერად ლონდონის ქუჩებში ველოსიპედით სეირნობისას გადაიღეს.
პიპა უბრალო საზაფხულო ბლუზსა და თეთრ ჯინსში იყო წარმოდგენილი და მას ვერაფრით გაარჩევდით რიგითი ბრიტანელისგან.
ცხადია ახალ ფოტოებზე მას ცნობილი ნიშნობის ბეჭედიც უკეთია, რომელიც იუველირებმა ყველა რაკურსით შეაფასეს. ინტერნეტში გავრცელდა პიპას სხვა ფოტოებიც, სადაც ის საყვარელ ძაღლს ასეირნებს.