კეიტ მიდლტონის უმცროსი და, პიპა მიდლტონი გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ უფროსი დის მსგავსად მას წილად სამეფო ოჯახი არ ხვდა, უმცროსი მიდლტონის რჩეული მილიონერი ჯეიმს მეთიუზია, შესაბამისად, პიპას შეუძლია, თავს ფუფუნების უფლება მისცეს.
ივლისის დასაწყისში წყვილი დაინიშნა, ქორწილისთვის მზადება კი, ფაქტობრივად იმ მომენტიდან დაიწყო. ამჟამად ცნობილი ხდება, რომ პიპას საქოწინო კაბაზე დევიდ ემანუელი იზრუნებს – სწორედ ის დიზაინერი, რომელსაც პრინცესა დიანას კაბა ეკუთვნის. ჯერ-ჯერობით ცერემონიის სხვა დეტალი არ ხმაურდება.