ამერიკელი არენბი მომღერალი Jay Sean ჩვენი მსმენელისთვის არაერთი ჰიტითაა ცნობილი. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ რამდენიმეს მაინც შეგახსენებთ, თუნდაც იმიტომ, რომ არ იფიქროთ მეზარება: Down” (feat. Lil Wayne), “Miss Popular” , “Stay” და ა.შ.
არანაკლები კიარა და კიდევ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს იამაიკელი მომღერალი Sean Paul, რომელიც ჩემი აზრით თანამედროვე ელექტრონული მუსიკისა და რეგის არაჩვეულებრივ სინთეზს აკეთებს. აი მის მიერ შექმნილი რამდენიმე ჰიტიც: „Got 2 Luv U”, “She Doesn’t Mind” , “Other Side of Love” .
ამ ორ მომღერალს ერთი საერთო პროექტიც აკავშირებს, სახელწოდებით „Do You Remember“, რომელიც Lil Jon-თან ერთად ჩაწერეს და რომელიც მსოფლიოს მუსიკალურ ჩარტებში 2010 წელს წამყვან პოზიციებს იკავებდა.
და აი, 6 წლის შემდეგ მათ გადაწყვიტეს კიდევ ერთხელ ეთანამშრომლათ და ახალი სიმღერა სახელწოდებით „Make My Love Go“ წარმოადგინეს. სწორედ ამ სინგლზე მინდა თქვენი ყურადღების შეჩერება.
ესაა საცეკვაო, თანამედროვე ჟღერადობის თრექი, რომელიც ჩემი აზრით საშუალოზე დაბალი დონისაა და ასეთი უამრავი სიმღერა ტრიალებს ჩვენს ეთერში, თუმცა ერთი „საკაიფო“ მომენტი მაინც აქვს და ალბათ სწორედ ამაზე იყო გათვლა, როდესაც კეთდებოდა ეს სიმღერა. საქმე იმაში გახლავთ, რომ მისამღერში გამოყენებულია Maxi Priest-ის 1990 წლის ჰიტის “Close to You”-ს მელოდია და ეს მონაკვეთი მართლაც სასიამოვნო მოსასმენია, თუმცა კარგა ხანი უნდა „აიტანო“ სიმღერის დანარჩენი ნაწილი, ამ მომენტით რომ „დატკბე“. არ ვიცი, არჩევანი თქვენთვის მომინდია, მოისმინეთ, შეაფასეთ. პირადად მე ამ სიმღერას 5 ბალიან სისტემაში 2 იანს ვუწერ! (თან Maxi Priest-ის Close to You ვუსმენ ))))
არ დაგავიწდეთ თქვენი აზრის დაფიქსირებაც ამ სიმღერასთან დაკავშირებით.