LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირადად მეც ვთხოვ გიორგი გახარიას, რომ გადადგეს – სანდრა რულოვსი

334
სანდრა რულოვსი

პირადად მეც ვთხოვ გიორგი გახარიას, რომ გადადგეს. ვურჩევ, რომ მალე გადადგეს, რადგან ეს პროტესტი არ გაჩერდება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრა რულოვსმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უმჯობესია გახარია წავიდეს შს მინისტრის პოსტიდან. ამასთან, რულოვსის აზრით, მხოლოდ გახარიას გადადგომა არ არის საკმარისი და უნდა შეიცვალოს მთლიანად მთავრობა, რაც ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ნიშნავს.

“ნამდვილად ველოდები გახარიას გადადგომას, იმიტომ, რომ ამდენი ხალხის მუდმივი პროტესტის წინააღმდეგ ვერაფერს იზამს. რეგიონებიდან ჩამოვიდნენ აქციაზე. ბევრი ხალხია. ადგილიც არ არის. გახარიას არ უნდა გადადგომა, მაგრამ მოუწევს”, – განაცხადა რულოვსმა.

რაც შეეხება მისი მეუღლის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას აქციის მონაწილეების მიმართ, რომ აქციაზე ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაც დააყენონ, რულოვსი გამარტავს, რომ ამ მოთხოვნის შესახებ თვითონაც იცის და იმედოვნებს, რომ ამ მოთხოვნას დემონსტრანტები დღის წესრიგში დააყენებენ.

“მე, მგონი ამ მოთხოვნას ცოტა ხანში დაამატებენ, იმიტომ, რომ ხომ ხედავთ, ივანიშვილის მიერ დანიშნული ხალხი საქმეს ვერ აკეთებს. ამიტომ, უნდა შეიცვალოს მთალინად მთავრობა”, – განაცხადა რულოვსმა.

ამ წუთებში პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. იქამდე აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით „თავისუფლების მარში“ მოაწყვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g