LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირადობის მოწმობის ფასი ორმაგდება, ბიომეტრიული პასპორტი 50 ლარით ძვირდება

1524
ბიომეტრიული-პასპორტები-უფასოდ

საქართველოში პირადობის მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი ძვირდება. მთავრობის შესაბამისი დადგენილება უკვე გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეზე, საიდანაც ვიგებთ, რომ 2022 წლის 1-ლი მაისიდან პირადობის ელექტრონული მოწმობა 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი ეღირება, ბიომეტრიული პასპორტი კი 100 ლარის ნაცვლად 150 ლარი ხდება.

ამ ოდენობის თანხის გადახდა მოქალაქეს მაშინ მოუწევს, თუ პირადობის მოწმობას ან პასპორტს 10 სამუშაო დღეში აიღებს, დაჩქარებული წესით აღებისას კი საფასური იზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g