სამეფო ოჯახის წევრებმა უკვე გამოაქვეყნეს მისალოცი საშობაო ფოტოები. პირველები პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი იყვნენ და მათ მალევე პრინც ჩარლზისა და კამილა პარკერ-ბოულზიც ფოტოც მოჰყვა. წინა წლებისგან განსხვავებით, ახალი ფოტო ძალიან უცნაური და ორიგინალური გამოდგა.
ფოტო, რომელიც მონარქებმა საშობაო ბარათისთვის შეარჩიეს, გადაღებულია სამეფო ოჯახის მიერ ორგანიზებულ დოღზე. ფოტოზე პრინცი ჩარლზი კამილას პირბადეს უსწორებს და მისი სწორად მოხმარებისკენ მიანიშნებს. ამ ფოტოს ინტერნეტში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, ამით სამეფო ოჯახმა მიმდინარე წლის მთავარ გამოწვევას გაუსვა ხაზი და კიდევ ერთხელ მიანიშნა მსოფლიოს, რამდენად მნიშვნელოვანია პირბადე კოვიდ პანდემიის დროს.
წითელი ძლიერი ადამიანების ფერია, მას ტყუილად არ ირჩევენ – ექსპერტები ქეით მიდლტონის ლუქს აფასებენ