LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირბადის ტარება სავალდებულო იქნება 3 შემთხვევაში; კონკრეტულ სკოლების მე-5 და მე-6 კლასებში მათემატიკა ქართულად და ინგლისურად შედის – მინისტრის მოადგილე

253
maxaraSvilitamari

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, თამარ მახარაშვილის განცხადებით, 2086 საჯარო სკოლიდან 16 სკოლა 2 – 3 კვირის განმავლობაში ან დაგვიანებით დაიწყებს სასწავლო პროცესს, ან დისტანციურად, ხოლო 50-მდე სკოლა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ჰიბრიდულ რეჟიმში განაახლებს სასწავლო პროცესს.

როგორც მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ 360 გრადუსში“ განაცხადა, სკოლებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საიზოლაციო სივრცეში მყოფი პირისთვის, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა 10 დღის განმავლობაში უნდა ატარონ და შეზღუდული შესაძლებლობის პირთან კონტაქტის დროს.

„მოიხსნა დეზობარიერი, თერმოსკრინინგი, პირბადის ტარების სავალდებულობა არ არის განსაზღვრული, 1 მეტრიანი დისტანციაც მოიხსნა. პირბადის ტარება სავალდებულო იქნება სამ შემთხვევაში: თუკი დაფიქსირდა კოვიდ შემთხვევა, კონტაქტში მყოფმა პირებმა 10 დღე უნდა იარონ პირბადით და შეზღუდული შესაძლებლობის პირთან კონტაქტის დროს.

განათლების სამინისტროს მშობლებისთვის ჰქონდა შეთავაზება კვირის განმავლობაში, ყოველ ხუთშაბათს მიეღოთ გადაწყვეტილება და არჩევანი გაეკეთებინათ დისტანციურ უნდოდათ ჩართულიყვნენ მათი შვილები სასწავლო პროცესში, თუ პირისპირ. ახლა ამის აუცილებლობას ვეღარ ვხედავთ. პირისპირ სასწავლო პროცესს არ აქვს ალტერნატივა. ვითვალისწინებთ, ქრონიკულ დაავადებებს და ექიმის ცნობით, კონკრეტული ჩვენები თუ იქნება წარმოდგენილი და მოსწავლის პირისპირ სასწავლო პროცესში საშიში იქნება ჩართვა განათლების სამინისტრო სთავაზობს ამ სერვისს“,- განაცხადა მახარაშვილმა.

მისი განცხადებით, სკოლებში კვების ობიექტები ე.წ. ბუფეტები ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ მუშობას.

„სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა კიდევ უფრო მაღალ ხარისხშია აყვანილი. რაც შეეხება კვების ობიექტებს, ისინი კოვიდამდეც რეგულირდებოდნენ შესაბამისი რეგულაციით. ყველა სკოლა მოწესრიგებულია, შეიარაღებულია არა მხოლოდ შესაბამისი ჰიგიენური ნივთებით , არამედ შესაბამისი ცოდნით. ასე, რომ კვების ობიექტები ე.წ. ბუფეტები იქნება და ასევე იქნება არაფორმალური წრეები“,- აღნიშნა მახარაშვილმა.

მახარაშვილის თქმით, კონკრეტულ სკოლებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მე-5 და მე-6 კლასში საპილოტედ ბილინგვურად – ინგლისურად და ქართულად ისწავლიან მათემატიკას.

„ძალიან ბევრი კვლევაა წარმოდგენილი, სადაც ჭადრაკის სიკარგეზეა საუბარი. ამიტომ ჭადრაკის ფედერაციასთან მჭიდრო კომუნიკაციით საკითხი დადგა ჩვენ უნდა შევძლოთ შესაბამისი რესურსის მომზადება და გადამზადება. ის მეთოდოლოგია, რომლითაც ჩვენ შევიტანეთ, ჭადრაკი გვხვდება ბუკებში, სადაც ჩატვირთულია პლატფორმა, რომელზეც სამინისტრო ექსპერტებმა და ჭადრაკის ფედერაციამ იმუშავეს. ასევე იმუშავეს მასწავლებლებთან. აქცენტი გავაკეთეთ მათემატიკის მასწავლებლებზე. პირველი კლასიდან შედის ჭადრაკი. იქნება შესაბამისი სახელმძღვანელო, რომელიც ჭადრაკის ფედერაციასთან თანამშრომლობით კეთდება.

მე-5 და მე-6 კლასებში ჩვეულებრივ გრიფირებული სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს მათემატიკის სწავლება, მაგრამ როგორც დამხმარე რესურსი კონკრეტულ სკოლებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მე-5 და მე-6 კლასში შევიტანეთ საპილოტედ ორ ენოვანი, ბილინგვური მათემატიკა ქართულად და ინგლისურად. აქ მნიშვნელოვანია კონკრეტულ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ინგლისური ენის კომპეტენცია. ამიტომ აქაც შესაბამისი რესურსის გადამზადება მოხდა.

ყველა ინიციატივა და სიახლე არის კარგი თუ მას მოჰყვება გადამზადებული ადამიანური რესურსი. საპილოტე პროგრამა დავიწყეთ იქიდან, სადაც ამის რესურსი იყო“, – განაცხადა მინისტრი მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g