LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს დაემუქრა, უკრაინაში იბრძვის და სამხედრო შენაერთის წევრია – ადვოკატი

gabunia_dima3

„პირი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილზე და მისი ოჯახის წევრებზე მუქარა განახორციელა, უკრაინაში იბრძვის და სამხედრო შენაერთის წევრია,“ – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბს აქვს მტკიცებულებები, როგორც აუდიო, ასევე წერილობითი, რომ აღნიშნულმა პირმა ზურაბიშვილზე და მისი ოჯახის წევრებზე მუქარა განახორციელა. ეს მტკიცებულებები, გაბუნიას თქმით, უკვე დართულია სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

„ქალბატონი სალომეს განცხადების შემდეგ ჩვენმა ოპონენტებმა გაავრცელეს მთელი რიგი კომენტარები. მინდა მათ ვუთხრა, რომ ეს არის რეალობასთან შესაბამისი ფაქტი და არანაირ სიცრუესთან და ტყუილთან ადგილი არ არის. მორჩნენ სპეკულაციებს, მისცენ სამართალდამცავ ორგანოებს საშუალება ერთხელ და სამუდამოდ გამოიძიონ კონკრეტული ფაქტი. ძალიან დიდი ბოდიში, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატის სიცოცხლეზეა მუქარა, როდესაც მისი ოჯახის წევრებზეა მუქარა, ჩვენ აბსოლუტურად რეალურად აღვიქვამთ ამ მუქარას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს „სქრინშოტები“ ნანახი მაქვს, აუდიოჩანაწერიც.

“აქ არის ნახსენები მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი, შესაბამისად, ეს პირი არ არის „ფეიკი“. არის კონკრეტული პირი, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია. უფრო მეტიც, მე მაქვს ინფორმაცია, რომ შსს-მ მოახდინა ამ პირის იდენტიფიცირება. ძიება დაწყებულია სსკ-ს 151-ე მუხლით, რაც გულისხმობს მუქარას. თუმცა, ჩვენ გვაქვს სხვა უფრო მძიმე მუხლთან საქმე, ეს არის სსკ-ს 352-ე მუხლი, რაც გულისხმობს პოლიტიკური თანამდებობის პირის სიცოცხლის ხელყოფის ან სხვა მსგავს მუქარას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 12 წლამდე. ეს განცხადება არ ყოფილა ტყუილი ან პოლიტიკური სპეკულაციების საგანი,“ – განაცხადა დიმტრი გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, ქვეყნის პრესტიჟის საქმეა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა უნდა იქნეს გამოვლენილი და უმკაცრესად დასჯილი.

„საუბარია ერთ პირზე, თუმცა, ეს პირი არის სამხედრო შენაერთის წევრი. ის იბრძოდა და იბრძვის საზღვარგარეთ, უკრაინაში, ის არის ქართული შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურე,“ – განაცხადა გაბუნიამ.

magti 5g