LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირობითად, 1 ლიტრი საწვავი არ უნდა ღირდეს 2.5 ლარზე მეტი, უნდა დადგინდეს საწვავზე ფასის ზედა ზღვარი – ეკონომისტი

130
ipiccy-image

ვინაიდან საწვავი არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტი, რომლის ფასი აისახება საქართველოში არსებული საქონლისა და მომსახურების 83% -ზე, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ განახორციელოს საგადასახადო რეფორმა, – ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ აბესაძე აცხადებს. ის მთავრობას რამდენიმე რჩევას აძლევს, საზოგადოებას კი განუმარტავს, თუ როგორ დგება საწვავის ფასი.

„საწვავავის ფასი დგება შემდეგი მოცემულობით: საერთაშორისო ნავთობის ფასი (რომლის ფასწარმოქმნაში ვერ ჩავერევით); ნავთობის გადამუშავება (რომლის ფასწარმოქმნაში ვერ ჩავერევით); ტრანსპორტირება ( რომლის ფასწარმოქმნაში ვერ ჩავერევით); ვალუტის კურსი, რომელიც ძალიან არასტაბილურია.

გადასახადები ამით ნამდვილად შეგვიძლია საწვავის ფასის კორექტირება და დაწევა.

საერთაშორისო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ შეადგენს 83 დოლარს (საკმაოდ გაძვირებულია) ;

ნავთობის გადამუშავების ფასმა საშუალოდ მოიმატა 15% – ით;

ტრანსპორტირება არამარტო საწვავის, არამედ ნებისმიერი რამის (სახმელეთო, სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო) გაძვირებულია საშუალოდ 30% – ით;

ლარის კურსი, რომელიც იმდენად არასტაბილურია, რომ ვერანაირ პროგნოზს ვერ გააკეთებ პირობითად მომდევნო კვარტალში რა ფასში მოგიწევს ჯერ დოლარის ყიდვა და შემდეგ ამ დოლარით საწვავის.

ვინაიდან, საწვავი არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტი, რომლის ფასი აისახება საქართველოში არსებული საქონლისა და მომსახურების 83% ზე, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ განახორციელოს შემდეგი ტიპის საგადასახადო რეფორმა.

სამი ტიპის გადასახადი: იმპორტის გადასახადი, დღგ, აქციზის გადასახადი.

სახელმწიფომ უნდა გადაიყვანოს მცურავ რეჟიმზე და მოხდეს “მიქშერის” პრინციპით მცურავი საგადასახადო პოლიტიკის წარმოება. ასევე, უნდა მოხდეს საწვავზე ფასის ზედა ზღვარის დადგენა. პირობითად, 1 ლიტრი საწვავი არ უნდა ღირდეს 2.5 ლარზე მეტი და ამ ზედა ზღვრის პრინციპით, დაურეგულიროს გადასახადი ნავთობიმპორტიორებს მცურავი საგადასახადო პოლიტიკის პრინციპით.

როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი დაიწევს და ეს აუცილებლად მოხდება (მაქსიმუმ 8 თვეში), სახელმწიფომ დაურეგულიროს საგადასახადო პოლიტიკა ნავთობიმპორტიორებს არსებული მოცემულობით.

ეს ყოველივე აუცილებლად გამოიწვევს ბიუჯეტში დანაკლისს (საშუალოდ 600 მილიონი ლარი წლიურად) და ეს “ლუფტი” მთავრობამ უნდა შეავსოს ადმინისტრაციული რესურსისთვის განკარგული ხარჯის შემცირებით, რომელიც შეადგენს 4.2 მილიარდ ლარს“, – ამბობს ეკონომისტი ოთარ აბესაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g