LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიროტექნიკით დაზიანების შესახებ 112-ში 5 შეტყობინება შევიდა: საჭირო გახდა 2 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია

93
FORTUNA.GE- (1)

გასული დღე-ღამის განმავლობაში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცხელ ხაზზე, პიროტექნიკით მიღებული დაზიანების შესახებ, სულ 5 შეტყობინება დაფიქსირდა. ორ შემთხვევაში საჭირო გახდა დაშავებულების ჰოსპიტალიზაცია.

როგორც “ფორტუნას” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, 5 შემთხვევიდან ერთი ბათუმს უკავშირდება, 2 შემთხვევა ქუთაისში, ხოლო 2 თბილისში დაფიქსირდა.

ქუთაისში პიროტექნიკით დაზიანებული ორი ადამიანიდან, ერთი არასრულწლოვანია.

როგორც სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში გვითხრეს, სწორედ ქუთაისში დაშავებულ პაციენტებს დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია. ამ დროისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, საახალწლო დღეებში, 31 დეკემბერს და 1 იანვარს პიროტექნიკით დაშავებული 51 ადამიანიდან, საჭირო გახდა 36-ის ჰოსპიტალიზაცია.

საახალწლო დღეებში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 108 და პიროტექნიკით დაზიანების 51 შემთხვევა დაფიქსირდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები