შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფურად ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტებზე, ქვემო ქართლის პოლიციამ 3 პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული გ.მ., 2002 წელს დაბადებული ს. ბ. და 1994 წელს დაბადებული ე.ტ.
„დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულები ფინანსური დავის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ 1991 წელს დაბადებულ დ.ა.-ს, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანის საბარგულში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ერთ-ერთი მდინარის მიმართულებით წაიყვანეს, რა დროსაც დ. ა.-მ შეძლო საბარგულის გახსნა და გაქცევა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა „ბ“ ქვეპუნქტით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.