მსახიობ ეკა ჩხეიძის საქმეში ბრალდებულს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
„საფარის“ ინფორმაციით, ეკა ჩხეიძის მიმართ არა მხოლოდ ქორწინების იძულება, არამედ ადევნებაც იყო, რომელიც მის მიმართ წლები მიმდინარეობდა.
„მნიშვნელოვანია, რომ საფარის შუამდგომლობის საფუძველზე, პროკურატურის მიერ ეკა ჩხეიძის ფსიქიკური ტანჯვის დასადგენად დაინიშნა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაზარალებული ავლენდა ძალადობის მსხვერპლი ქალისათვის დამახასიათებელ ფსიქო-ტრავმულ ნიშნებს.
ეკა ჩხეიძე: „შეშინებულზე მეტად გაბრაზებული ვარ“
ჟურნალ „სარკის“ დღვანდელ ნომერში მსახიობი ეკა ჩხეიძე ჰყვება თაყვანისმცემელზე, რომელიც თვითმკვლელობით ემუქრებოდა, თუკი მსახიობი მას ცოლად არ გაჰყვებოდა
საფარის შუამდგომლობების საფუძველზე, სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა უჩა მიშველაძის ძალადობრივ ქმედებებს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის განაჩენით, მას მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე, მას 3 წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენისა და ტარების უფლება,“ – ნათქვამია საფარის განცხადებაში.
„მაქსიმალურად ვცდილობდი, თავი ამერიდებინა ამ კაცისთვის. იმის შიშით, რომ შემთხვევით არ გადამყროდა, სხვა გზით დავდიოდი ხოლმე; იგი ხშირად მაკითხავდა სახლში, ქუჩაში, მეუბნებოდა, ვუყვარდი, სურდა ჩემთან ურთიერთობა, ჩემზე დაქორწინება, – განაცხადა ეკა ჩხეიძემ ჩვენების დროს.