“ვაქცინის შემოსვლის შემდეგ, პირველ რიგში, აიცრებიან ექიმები და შემდეგ უკვე დანარჩენი რისკ-ჯგუფები. პირველ რიგში, ვაქცინა დიდ ქალაქებში გადანაწილდება” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დღეს, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ კონკრეტულ გრაფიკზე და ვაქცინაციის გეგმაზე, რომელიც კოვიდის ვაქცინაციის საბჭოს მხრიდან შემუშავდა:
“გეგმა შემუშავებულია, გვაქვს განსაზღვრული ყველა დაწესებულება და ამ დაწესებულებებში ჩატარებულია ტრენინგები და მიღებულია უსაფრთხოების ზომები, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ყველა შესაძლო და სავარაუდო გართულება ვაქცინაციის პერიოდში.” – თქვა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, 13 მარტიდან საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა – ეკატერინე ტიკარაძე
რაც შეეხება სხვა ვაქცინებს, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც “ფაიზერთან” – რათა ვაქცინა ქვეყანაში დაჩქარებული წესით შემოვიდეს, ასევე სხვა მწარმოებლებთან, მათ შორის “მოდერნასთან” და, “ჯონსონ-ენდ-ჯონსონთან”.