LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ ტურისტებს რეგიონიდან ელოდებიან, ავიამიმოსვლის გეგმა მაისის ბოლოს იქნება: მინისტრის მტკივნეული თემა სილამაზის სალონებია

110
94884283-2959292867493686-4658775670493544448-o

საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის შემდეგ მედიისთვის ბრიფინგი გაიმართა. მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. მათ შორის ტრიბუნა ეკონომიკის მინისტრმაც დაიკავა, რომელმაც კიდევ ერთხელ განმარტა ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის მთავრობისეული გეგმა. ნათია თურნავას განცხადებით საქართველოს პრიორიტეტი ამ მიმართულებით “ღია ცის” პოლიტიკაზეა დაფუძნებული.

 

ნათია თურნავა ავიარეისებსა და ტურისტების შემოყვანის გზებზე

– ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ აეროპორტებში დაცული იყოს ჯანდაცვის სავალდებულო რეკომენდაციები. ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმა მაისის ბოლოს მზად გვექნება, თუმცა მანამდე შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები უსაფრთხო კორიდორებით სარგებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ავიაციის სფეროში წარმატება გვაქვს, ამას მოწმობს რამდენიმე ახალი კომპანიის შემოყვანა, მათ შორის არის “რაინერი”. ამ დროისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები პირველად რომელ ქვეყნებთან აღდგეს ფრენები. კომპანია “ვიზიარის” შემთხვევაში ვახორციელებთ მოლაპარაკებას, თუ საიდან შეიძლება ტურისტები შემოვიყვანოთ უფრო სწრაფად. ამ დროისათვის ყველაზე რეალურია ტურიისტების რეგიონიდან შემოყვანა. არა მარტო საჰაერო, არამედ სახმელეთო გზით. ასევე არ დავკარგავთ არც ერთ შანსს, რომ ევროპიდან მოვიზიდოთ ტურისტები.

მინისტრის პასუხი გიდებზე

– საქართველოში გიდების ძალიან დიდი ჯგუფია. ისინი არიან განათლებული და თავის საქმის პროფესიონალები. სამწუხაროდ, ეს ის დარგია, რომელიც ჯერ არ არის დარეგულირებული. მათ ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის შედგენაშიც მიიღეს მონაწილეობა. ვთანამშრომლობთ გიდების ასოციაციასთან. მთავრობა გიდების მხარდაჭერას და მათთან მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს. მათთან შეხვედრისას ჩამოვყალიბდით მუშაობის რამდენიმე მიმართულებაზე, მათ შორის არის ხარისხის სერთიფიცირება, აღრიცხვა და ა.შ. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ შევუქმნათ შესაბამისი სამუშაო პირობები. საბოლოო გეგმას ამ მიმართულებით უახლოეს დღეებში გაგაცნობთ.

თურნავა სილამაზის სალონებზე

– სილამაზის სალონები მტკივნეული თემაა და მერწმუნეთ მათ შორის ჩემთვისაც. თქვენ იცით, რომ მცირე ბიზნესს მთავრობა ეხმარება და შესაბამისად სილამაზის სალონები ჩვენგან მხარდაჭერას მიიღებენ. მოგეხსენებათ, ასეთ ადგილებში ვირუსის გავრცელების მეტი რისკია. საჭიროა შენობის შიგნით სოციალური დისტანციის ადგილის მოწყობა, დაცვითი საშუალებების შეძენა, ყველაფერი ეს კი დროსთან არის დაკავშირებული. ამიტომ ოდნავ მეტი დროა საჭირო სალონების გახსნამდე.

magti 5g