LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად 100 მილიონი: რეალი ფეისბუქზე პირველია

39

მადრიდის ”რეალი” გახდა პირველი კლუბი, რომლის გამომწერთა რაოდენობამ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” 100 მლნ-ს გადააჭარბა. სამეფო კლუბმა თავის უპირველეს კონკურენტ ”ბარსელონასთან” შედარებით ერთი დღით ადრე დააგროვა 100 მლნ LIKE ფეისბუქზე.
„რეალის“ ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი მოწონებული აქვს 101,120,984 ადამიანს, კატალონიელთა ფანების რაოდენობა კი 100,049,287-ს შეადგენს.
მესამე ადგილზე ამ მაჩვენებლით ”მანჩესტერ იუნაიტედია”. „წითელი ეშმაკების“ გვერდი 73,047,562 ადამიანის მიერ არის მოწონებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები