LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად 40 წლის შემდეგ – The Beatles Brit Awards-ზე წარადგინეს

127
Untitled design (17)

პირველად 40 წლის შემდეგ, The Beatles Brit Awards-ზე წარადგინეს. საუბარია ლეგენდარული ბრიტანული ბენდის სიმღერაზე Now and Then, რომელიც 2023 წელს გამოვიდა.

აქამდე, ჯგუფი Brit Awards-ზე 1983 წელს, ალბომით, Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band იყო წარდგებილი.

აღსანიშნავია, რომ ათწლეულების შემდეგ, საკულტო ბენდი ამავე სიმღერით ,,გრემის” ნომინანტიც გახდა.

ცნობისთვის, სინგლის გამოშვების ინიციატორი პოლ მაკკარტნი გახლდათ. სიმღერაში გამოყენებულია ლენონის 1977 წლის, ჯორჯ ჰარისონის 1995 წლისა და რინგო სტარის 2022 წლის ჩანაწერები. ნოსტალგიურ კლიპზე „ბეჭდების მბრძანებლის“ რეჟისორმა, პიტერ ჯექსონმა იმუშავა. მასში საარქივო კადრებია გამოყენებული, რომლებშიც ჯონი, პოლი, ჯორჯი და რინგო კომპოზიციაზე მუშაობენ. სიმღერა გამოსვლიდან მალევე დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ჩარტის ლიდერი გახდა.

The Beatles-ის ბოლო სიმღერა Now and Then ბრიტანეთის ჩარტის ლიდერია – ნახეთ ნოსტალგიური კლიპი

ათწლეულების შემდეგ, საკულტო ბენდები – ,,ბითლზი” და NSYNC ,,გრემის” ნომინანტები არიან

სემ მენდესმა ,,ბითლზის” წევრების როლებზე მისი კანდიდატები დაასახელა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები